ტრამპის მსოფლიო
გამოცემა :
14:46 14-03-2016
დონალდ ტრამპი წარმატებით მიიწევს გამარჯვებისაკენ აბრაამ ლინკოლნის ძველი პარტიის პრაიმერიზში. რა ტიპის მოვლენაა ეს?

ინგლისურიდან მისი გვარი ითარგმნება, როგორც “კოზირი”. ნებისმიერ თამაშში, ეს ყველაზე ძლიერი კარტია. დღეს, როდესაც ტრამპი მტკიცედ მიიწევს წინ აბრაამ ლინკოლნის და რონალდ რეიგანის ძველ პარტიაში, საინტერესოა იმაზე დაფიქრება, თუ კონკრეტულად რა კოზირს წარმოადგენს ის.

პირველი, რაც გახსენდება, ობამას წლებით გაბრაზებული და რევანშიზმით სავსე ამერიკაა. თეთრი რასისტების, ნაციონალისტების და სეგრეგაციონისტების მიმდინარეობა, კუ-კლუქს-კლანი, რომლის ლიდერის აქტიურ მხარდაჭერაზე ტრამპს არაფრით არ სურს უარის თქმა. ის ახლა ვაბანკზე მიდის.

თუკი სერიოზულად მივუდგებით იმ ცნობებს, რაც ჩვენთვის ცნობილია ტრამპის პროგრამის შესახებ, უმალ წარმოიდგენ თვითიზოლაციის გზაზე დამდგარ ქვეყანას, რომელიც თავის გარშემო კედელს იშენებს და საბოლოო ჯამში ღარიბდება, რადგან ზურგს აქცევს ჩინელებს, მუსლიმებს, მექსიკელებს, რომლებიც თავის მხრივ ისეთ კიდობანს ქმნიან, რომელიც მსოფლიოს ყველაზე გლობალიზებული სახელმწიფოს სიმდიდრის წყაროა (სილიკონის ველი და ა.შ).

მაგრამ, როგორც ეს ამერიკაში ხშირად ხდება, ამ მოვლენაში რაღაც არის ნაციონალური ჩარჩოების მიღმა. ჩნდება შეკითხვა, ხომ არ არის ტრამპის ირგვლივ შექმნილი მთელი ეს სიტუაცია მსოფლიო პოლიტიკაში ახალი ტალღის მაუწყებელი (ან პირიქით პიკი).

რომელ არხსაც არ უნდა შეხედო, ყველგან ციმციმებს ამ ლას-ვეგასელი კრუპიეს, მდაბიო, ბაზრის ჯამბაზის სახე, მუდმივად ოდნავ დაღებული პირით, გალესილი ეშვებით და ვერ ხვდები ზედმეტი დალია, ჭამა, თუ შენ უნდა გადაგყლაპოს.

ისმენ მის ლანძღვას, გინებას, სიძულვილს ქალების მიმართ, რომლებსაც ის, ხასიათის მიხედვით, ხან ძაღლებს, ხან ღორებს ან კიდევ სხვა ცხოველებს ადარებს.

ისმენ მის გადამლაშებულ ხუმრობებს იქ, სადაც დახვეწილი პოლიტიკური ენა ადგილს უთმობს “ხალხურს”, ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ საოცარი სიმდაბლის ლექსიკურ კატეგორებამდე ეცემა.

ამ არაერთხელ გაკოტრებულ მილიარდერში (არ გამოვრიცხავდი მის მაფიასთან კავშირებსაც) ფულის ფეტიში და უკულტურობა ამერიკულ კრედოს ერითმება. არ გტოვებს უხეში და ქონიანი აზრებისგან შემდგარი ინტელექტუალური “ფასთფუდის” განცდა, რომელიც საბოლოო ჯამში ახშობს დიდი ამერიკული პასტორალის ტრადიციებისა და ჩვევების მსუბუქ კოსმოპოლიტურ არომატს.

ასეთი უკმეხობისა და სულმდაბლობის ხილვისას უმალ ბერულუსკონი გახსენდება. პუტინი და ლე პენი. ვულგარულობისა და იაფფასიანი პათოსის ინტერნაციონალი, რომლის ფარგლებშიც პოლიტიკა უზარმაზარ სატელევიზიო მოედანს ემსგავსება. დებატების ხელოვნება სარეკლამო შოვინიზმის სტილში. გაბერილი ბრჭყვიალა ადამიანური ოცნებები. გროტესკულად ამოტრიალებული ეკონომიკა, ზიზღი გონივრულობისადმი. წვრილმანი თაღლითობებით გამოწვეული ტკბობა, რასაც ეგრეთ წოდებული ტრამპის უნივერსიტეტის “ვარსკვლავების ქარხნის” ნანგრევებზე ასწავლიდნენ.

დიახ, ეს ნამდვილი ინტერნაციონალია. კორუფციის გლობალიზაცია.

კაცობრიობის კარიკატურული სახე, რომელიც საყოველთაო ტრიუმფისკენ სწრაფვაში ირჩევს მხოლოდ მდაბიურს, ორგანულს, პრიმიტიულს.

ეს ყალბი უნივერსალიზმი ამ ისედაც ვადაგასული ისტორიიდან შლის იმ პილიგრიმთა და მოგზაურთა სირთულეებს, რომლებიც ატლანტიკის ორივე მხრიდან ხელს უწყობდნენ ნამდვილი ადამიანური არისტოკრატიის ჩამოყალიბებას, რომელმაც შექმნა ამერიკაში ლათინოსების, აღმოსავლეთ ებრაელების, იტალიელების, ჩინელების და ინგლისელების დიდებული ერი.

ეს ბერლუსკონის შექმნილი სამყაროა, რომელსაც პუტინმა სიმამაცე შესძინა. სხვა ევროპელი დემაგოგები კი რასიზმის ყველაზე ბნელ გამოვლინებებთან კეკლუცობენ.

ტრამპს აქვს საკუთარი, ერთ-ერთი ყველაზე შეუხედავი ცათამბრჯენი მანჰეტენზე, პრეტენზიულ და უცნაურ სტილში, უზარმაზარი ატრიუმით და 25 მეტრიანი დაღმართით, ბრიყვებზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ეს დონ კარლეონეს ბაბილონის კოშკია, სადაც ყველა ენა ერთმანეთშია არეული. მაგრამ ეს ახალი ენა არის არა ამერიკის რეალიზებული ფასეულობების, არამედ იმ ქვეყნის ენა, რომელსაც კუნთები დაუბერავს და სულ ფეხებზე ჰკიდია წიგნიერებაც და სამყაროს სილამაზეც, იოლად შეუძლია რა წამოროშოს, რომ მიქელანჯელო იტალიელი კუტურიეა.

ორიგინალი
FaceBook Twitter Google
ბეჭდვა
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
სიახლეების გამოწერა
21:14 06-09-2016
დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევევის გამო პოლიციელთა კორპუსს შეურაცხყოფას აყენებდნენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა
21:03 06-09-2016
თუკი სამართალდამცველთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, ჩვენ არავის დავაფარებთ ხელს და რეაგირება იქნება ადეკვატური, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა